„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს უნდა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა „ასტონ ვილასგან” სქოთი ჯონ მაკგინი იყიდოს. 24 წლის მაკგინი ნახევარდაცვის ტერიერია.
77 წლის დიადს „იუნაიტედის” მოქმედი მწვრთნელისთვის, ოლე გუნარ სულშერისთვის დაჟინებით უთქვამს, ეს ბიჭი აუცილებლად იყიდე, გამოგადგებაო. მოკლედ, სერ ალექსი მაკგინს აშკარად ლობირებს და როგორც ირკვევა ამაში ნეპოტიზმის ელემენტიც ურევია — ჯონ მაკგინის პაპა ფერგის ძმაკაცი ყოფილა.
რასაკვირველია, შოტლანდიელ ფეხბურთელს აქვს საიმისო უნარები, „მანჩესტერ იუნაიტედში” რომ გაქაჩოს. ის მებრძოლია, დიდი მუხტის მატარებელი. სხვა სიტყვებით, საქმე ნეპოტიზმის ბრიტანულ ნაირსახეობასთან გვაქვს, როდესაც ახლობლის სადმე მოწყობის გამო საქმის გაფუჭება არ მოსულა. უვარგისს არავინ არავის შესთავაზებს.
ამბობენ, რომ სულშერმა თავის მენტორს შესაძლოა დაუჯეროს და საკუთარ პრიორიტეტებს ფერგიუსონისა ამჯობინოს.
„ასტონ ვილას” ჯონ მაკგინში” 50 მილიონი გირვანქა სურს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
