ბრაზილიაში იწყება შერეული ორთაბრძოლების ტურნირი Future MMA7. მასში მონაწილეობას მიიღეებს მამა-შვილი – დიეგო ბრაგა და გაბრიელ ბრაგა.

შეგვიძლია დაგამშვიდოთ: ისინი ერთმანეთთან არ იჩხუბებენ, მაგრამ უკვე იმ ფაქტმა, რომ ერთ საღამოს უწევთ ბრძოლები, მედიის ყურადღება მიიპყრო.

40 წლის დიეგო ბრაგას სულ 31 ბრძოლა გაუმართავს, აქედან 22 მოუგია, 8-ჯერ დამარცხებულა და ერთხელაც ფრედ დაუსრულებია შეხვედრა. რაც შეეხება მის ვაჟს, აქტივში სულ სამი ბრძოლა აქვს და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.