დღე: ივლისი 26, 2019

Home 2019 ივლისი 26 (პარასკევი)
ტოკიოში მედლები გამოფინეს
ჩანაწერი

ტოკიოში მედლები გამოფინეს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა XXXII ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების პრეზენტაციით აღინიშნეს. იაპონიის მასშტაბით გამოცხადებული მედლების კონკურსის შედეგად 400-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა. მათ შორის საუკეთესოდ სცნეს იაპონიის დიზაინერთა ასოციაციის და ოსაკას დიზაინერთა საზოგადოების ხელმძღვანელის იუნიჩი კავანიშის დიზაინით შექმნილი მედლების კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020 მედლების პროექტის წყალობით, ოლიმპიურ მედლებთან...

ლეგენდა რონალდუს
ჩანაწერი

ლეგენდა რონალდუს

29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.  

ბასილამ პირველმა შეაბიჯა…
ჩანაწერი

ბასილამ პირველმა შეაბიჯა…

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველმა შეაბიჯა. ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ქართველი ფრანგ ვეტერან ჯერემი ჩარდისთან შეხვედრაში ისევე თავდაჯერებული იყო, როგორც პირველი ორი წრის შეხვედრებში. ნიკამ პირველ სეტში ორი ბრეიკი შეუსრულა მეტოქეს, მეორეში ერთბრეიკიანი უპირატესობა იკმარა და ჯამში 6:2, 6:3 იმარჯვა. ნახევარფინალში ნიკას მეტოქე, დიდი ალბათობით, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს...

ოცდაერთნომრიანი ამბავი ბარსელონაში
ჩანაწერი

ოცდაერთნომრიანი ამბავი ბარსელონაში

ესპანური ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი ფეხბურთელები ემზადებიან და… ცოტას კინკლაობენ კიდეც. ასე მაგალითად, ბარსელონელი კარლეს ალენია უკმაყოფილოა, რომ კლუბმა 21 ნომერი ახალწვეულ ფრენკი დე იონგს მისი ნებართვის გარეშე მიანიჭა. ალენია 21 წლისაა, დე იონგი ოცდაორის. ალენიამ თქვა: „ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 21 ნომრიან მაისურს დე იონგს ჩემთან შეუთანხმებლად დაჰპირდა....

ზიდანი წუხს
ჩანაწერი

ზიდანი წუხს

ზინედინ ზიდანი წუხს, რომ „რეალის” ფეხბურთელები სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში ტრავმებს იღებენ. ბოლო, ვინც მადრიდელთაგან დაშავდა, 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი გახლდათ. მანამდე მარკო ასენსიომ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, რაც სერიოზული ტრავმაა, ხოლო კიდევ უფრო ადრე 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გახდა სამკურნალო. „ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ტრავმიანობა მაწუხებს, — თქვა ზიდანმა, — მარკოს ფერლანდი მოჰყვა....

კოლაშინაცმა დანიანი კაცები სცემა
ჩანაწერი

კოლაშინაცმა დანიანი კაცები სცემა

ბოსნიელი სეად კოლაშინაცი მანქანიდან გადმოხტა და შიშველი ხელებით შეებრძოლა დანით შეიარაღებულ ხულიგნებს, რომლებიც მესუთ იოზილის გაძარცვას აპირებდნენ. ეს ამბავი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. საინტერესოა, რომ ინციდენტი ქუჩის კამერამ ჩაიწერა. მას მერე, რაც ერთი დანიანი კაცი გააუვნებლა, კოლაშინაცმა მეორე ჩაფხუტიან კაცსაც მიჰხედა როგორც საჭირო იყო, რის მერც ფეხბურთელები ცოტა ხანს იქვე, თურქულ რესტორანში გაჩერდნენ (როგორც ჩანს...