დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.

ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და  იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ.

პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა და Dezpacito საკმაოდ კარგად გამოუვიდა. ამის შემდეგ ჯიჯის სოლო იყო პროგრამაში და უბერებელმა კიპერმა Volare შემოსძახა.

კიდევ ერთი ნომერი მატეის დე ლიხტმა შეასრულა – ბობ მარლის Three Litle Birds.

საკონერტო ვახშამი ფრანგმა ადრიენ რაბიომ ჯო დასენის Les Shmps-elysees შესრულებით დახურა.