ესეც მეოთხედფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობის მეორე წრეც წარმატებით დაძლია.
არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, მეორეში ერთი ბრეიკით წააგო, მაგრამ საბოლოოდ სარეიტინგო უპირატესობა შედეგში გარდასახა – 6:4, 3:6, 6:3.
მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ვეტერანი ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია.
ნიკა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და თუ სურს, რომ ჰამბურგი მინიმალური დანაკარგებით მოიაროს, მარტო ჯერემი ჩარდი კი არა, ნახევარფინალში (სავარაუდოდ) დომინიკ ტიმიც უნდა გაიაროს.