„დინამო“ გაბალაში დაახლოებით დილის 11 საათზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. ჩვენები Kaspia Yeddi Gozal Hotel- ში დაბინავდნენ. გაბალაში გვარიანი ხვატია. 25 ილვისის მატჩის აჟიოტაჟი დიდად არ იგრძნობა. ეგ არის, ისეთ ადგილზეა „გაბალას“ 4 ათასიანი სტადიონი და ბაზა, თუ პირველად ხართ, კარგა ხანს მოგიწევთ მისი ძებნა. შვიდის ნახევარზე „დინამომ“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ჟურნალისტებისთავის ღია [...]
ლონდეროც უკან დარჩა
ესეც მეოთხედფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობის მეორე წრეც წარმატებით დაძლია. არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, მეორეში ერთი ბრეიკით წააგო, მაგრამ საბოლოოდ სარეიტინგო უპირატესობა შედეგში გარდასახა – 6:4, 3:6, 6:3. მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ვეტერანი ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია. ნიკა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და თუ სურს, [...]
სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
მარიო ალფრედ სალას საიეგი 17–ჯერ გაძევებული მწვრთნელია. „კოლო კოლოს“ თავკაცი გასულ კვირას კარიერაში მეჩვიდმეტედ მიაბრძანეს სათადარიგოთა სკამიდან. „ბარნეჩეასთან“ სათასო მატჩის 33–ე წუთზე სალასმა მსაჯს არასწორი სიტყვა მიაძახა და სკამზე ერთი ადგილი გათავისუფლდა. სალასი მეცხრე წელია მწვრთნელობს. 2010 – ში „ბარნეჩეადან“ დაიწყო და 6 გუნდი გამოიცვალა, ამ სეზონში კი „კოლო კოლო“ ჩაიბარა. ყველაზე მეტჯერ – ათჯერ [...]
მესის ორი წლით მოკვეთენ?
მესი ხელშეუხებელი არ არის. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ, ანუ კონმებოლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერ ლეო მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500-დოლარიანი ჯარიმა მიესაჯა. საქმე ეხება ჩილეს ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატაჩში მომხდარ ინციდენტს, როცა მესი მოედნიდან გააძევეს. ნამატჩევს მესიმ კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ეს ინციდენტი ცალკე საქმედ იქნა გამოყოფილი და მოგვიანებით განიხილავენ. მესის თუ ბრალეულობა დადასტურებული [...]
ჯიჯიმ სკამიდან იმღერა
დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ. პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა [...]
რაც მამას უნდა…
ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ისე, რატომ მხოლოდ სამშობლოში? მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ხომ თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს და მათ შორის საქართველოშიც. ნოლე საჩოგბურთო ოსტატობას ურთულეს პერიოდში ეუფლებოდა. იმ დროს ბელგრადის თავზე ბომბები ცვიოდა. სპორტისთვის არავის ცხელოდა, სერბეთში ომი მძვინვარებდა. წარსულზე და ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ჯოკოვიჩს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია… ყველა წარმატებული სპორტსმენის [...]
საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ვენაში, ხელბურთის ევროპის ფედერაციის ოფისში გაიმართა წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორი სხვადასხვა შეჯიბრების მეტოქეები გამოუვლინა. პირველი შეჯიბრება გახლდათ ევრო 2022, რომლის მეორე შესარჩევ ეტაპში თამაშის უფლება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ IHF-ს ერთა ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვა. ქართველ გულშემატკივარს ამ შეჯიბრებაში მისი ნაკრების წარმატებული გამოსვლა კარგად ემახსოვრება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრების მეორე ეტაპი [...]






