ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის შარშანდელი ATP-500 კატეგორიის ტურნირის გამარჯვებულია. ამის მიუხედავად, ორგანიზატორებმა ის მეოთხე ნომრად განთესეს, რადგან ფავორიტები ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი არიან.
ბასილაშვილს პირველ წრეში პირველი პირველი კორტი არგუნეს, მეტოქედ კი მსოფლიოს 87-ე ჩოგანი ჰუგო დელიენი.
ნიკამ დინჯად და აუღელვებლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე – 6:4, 6:3. მეორე წრეში ნიკას ან ესპანელ ფოკინასთან (137), ანაც არგენტინელ ლონდეროსთან (56) მოუწევს დაპირისპირება.