მიწის ორი ნაკვეთი, სადაც მადრიდის „ატლეტიკოს” ძველი ბინა „ესტადიო ვისენტე კალდერონი” იდგა, გაიყიდა. ტერიტორია შეიძინეს კომპანიებმა სახელწოდებით Azora და CBRE.
გაყიდული მიწის საერთო ფართობია 35 000 კვადრატული მეტრი, სადაც 340 სახლი აშენდება. ეს იქნება ორი პრესტიჟული მიკროუბანი, რომელთაც საერთო სარგებლობის ზონები ექნებათ.
მშენებლობა დაიწყება 2020 წელს და დასრულდება 2022-ში.