თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო.
არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა.
ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს, რომ „რეალში“ პირველად გამთავარმწვრთნელებისას ზიდანმა პირველ რიგში მისი გადაბირება მოითხოვა – ტურინიდან იცნობდა.
იმ „რეალის“ შედეგები დიდწილად პინტუსის დამსახურებაა. მარსელომ გოლი მიუძღვნა, მეფე ხუან კარლოსმა სპეციალური მადლობა გადაუხადა და პრიზიც გადასცა.
ანტონიო კონტეს ეფექტური, დინამიური ფეხბურთი უყვარს და ასეთი სპეციალისტი მისთვის მისწრებაა. ამბობენ, რომ ამ სატრანსფერო პაუზისას „ინტერს“ უფრო მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.