ზინედინ ზიდანი მონრეალის სასტუმრო „რიც კარლტონში” დაბრუნდა. ეს ის ადგილია, სადაც „რეალი” ცხოვრობს და სეზონისწინა შეკრებას გადის.
მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგი მწვრთნელი გასულ პარასკევს მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნდა მადრიდში. მიზეზი: მას უფროსი ძმა, 54 წლის ფარიდი გარდაეცვალა.