დაუმარცხებელი ყაზახი მოკრივე ასლან მუკანოვი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
11 ივლისს, ყაზახეთის სოფელ აქსაიში სერიოზული კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა. 31 წლის მამაკაცმა თავისზე ერთი წლით უფროსი ნათესავი ჩხუბის დროს სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ინციდენტის შესახებ პოლიციას გარდაცვლილის მეუღლემ შეატყობინა, რომელსაც სახლში დაბრუნების შემდეგ ქმარი სისხლის გუბეში დახვდა. ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოკრივე მალევე დააკავეს, მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მუკანოვს პროფესიონალურ რინგზე დებიუტი შარშან ჰქონდა და ყველა ბრძოლის მოგება მოახერხა, ყველა-კოლუმბიაში.