ბუდაპეშტის გრან პრიზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის, უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ ამ წონაში მას კონკურენტი არ ჰყავს. მისი ყოველი ორთაბრძოლა იპონით მთავრდება.
ფინალში შერაზადიშვილი სიოჩირო მუკაის შეხვდა. ორთაბრძოლის ბედი შერაზადიშვილმა დამატებით დროში, ბრწყინვალე კონტრშეტევით გადაწყვიტა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი: “ჩვენ ორივენი ვნერვიულობდით, რადგან ერთამანეთს კარგად ვიცნობთ. ვიცოდი, რომ ის ჩემთან საბრძოლველად მზად იყო, ისევე როგორც მე ვიყავი მზად. ამ ფინალში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტაქტიკა. ბევრი შეტევა არ იყო, მაგრამ ორთაბრძოლა ძალიან რთული გამოდგა.”
ნიკოლოზმა ოქროს მედალი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერისგან მიიღო.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
