ივლისის ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე ლევან გორგაძემ მხრის ტრავმა კი მიიღო, მაგრამ თავადვე თქვა, საშიში არაფერიაო და საკონტროლო შეხვედრებშიც მშვენივრად გამოიყურებოდა.
ბაშო დაიწყო და ლევანმა ისეთ მეტოქეებთან წააგო, აქამდე უპრობლემოდ რომ გაჰქონდა დოჰიოდან. ზედიზედ ოთხი მარცხი ოძეკის ტიტულის მატარებელი ქართველისთვის კატასტროფული შედეგია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტოჩინოშინი ტურნირად მოხსნას გადაწყვეტს.
ხუთშაბათს ჩვენეური დოჰიოდან მეორე მაეგაშირა დაოესიომ განდევნა. პარასკევს ლევანი ასანოიამას უნდა დაუპირისპირდეს, ვისაც აქამდე ორჯერ დასჯახებია და შედეგი საყაიმო აქვთ.
რანგით მეორე ძურიოს დი იზიონში მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამე მარცხი იწვნია გაგამარუდ გადნათლულმა თეიმურაზ ჯუღელმა.