„ფორმულა 1“-ს მიმდინარე სეზონი „მერსედესის“ ისეთი უპირატესობით მიმდინარეობს, ინტრიგა უკვე მკვდარია.
ბრიტანელი ლუის ჰემილტონიც უკვე შეირაცხა ჩემპიონად, თუმცა… ავსტრიის გრან-პრი „მერსედესის“ კატასტროფულ მარცხად იქცა.
ლუის ჰემილტონი ფინიშზე მხოლოდ მეხუთე მივიდა.
უკეთესად იასპარეზა მისმა თანაგუნდელმა ვალტერ ბოტასიმ, თუმცა მისი შედეგიც მხოლოდ პოდიუმის მესამე საფეხურისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
ავსტრიაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა იპირველა და ინტრიგის ნაპერწკალი დაუბრუნა სამეფო რბოლებს.