„მსოფლიო ჩემპიონები რომ გავხდეთ მე არ წავალ იმ დაწყევლილ თეთრ სახლში,“ – ეს სიტყვები ამას წინათ მეგან რაპინოს ბაგედან გამოიცრა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ რაპინო ახლა სწორედ მსოფლიო ჩემპიონია.

საფრანგეთში დასრულებულ ქალთა მონდიალზე მოგახსენებთ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ყველა მეტოქეზე თითქმის ერთი თავით მაღლა იდგა და უძლიერესის წოდებაც დამსახურებულად მოიპოვა. ამერიკელმა მანდილოსანმა მობურთალებმა ფინალში ჰოლანდიელებს 2:0 სძლიეს, ერთი გოლი კი სწორედ რაპინოს ანგარიშზეა. მას პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა, ხოლო მეორე გოლი როუზ ლაველმა გაიტანა.

რაპინოს იმ სიტყვებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმალ გამოეხმაურა და ფეხურთელს ქვეყნის ინსტიტუციონალიზმის დაფასება და მისდამი მეტი პატივისცემის გამოხატვა მოსთხოვა, თან დაამატა, ჯერ საქმე ბოლომდე არ მიგიყვანიათო. ანუ ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს – ჯერ გადახტით და ჰოპლა მერე დაიძახეთო.

აშშ-ს ქალთა ნაკრები არა მხოლოდ გადახტა, არამედ ყველასაც გადაახტა და პლანეტის უძლიერესი გუნდის წოდება მეოთხედ მოიპოვა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და ტიტული შეინარჩუნა.

საინტერესოა, დაპატიჟებს თუ არა დონალდ ტრამპი თანამემამულე ქალ ფეხბურთელებს თეთრ სახლში და როგორი იქნება ამაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მეგან რაპინოს რეაქცია.

წილი
წინა სტატიაწითელი ფინალში
შემდეგი სტატიამეფე ტატამზე მეფურად დაბრუნდა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...