ეზოში ფეხბურთი ხომ ყველას გვითამაშია?! ხუთი-ხუთზე და ექვსამდე! ჩვენ გოგოს დავიმატებთ და მეტნი ვიქნებით და სხვა… სკოლის სტადიონზე ასეთ ფრაზებს ყოველდღე ისმის, მაგრამ გინახავთ საფეხბურთო მატჩი 807 ბავშვის მონაწილეობით?
ლიონის ფონდში ეს შეძლეს. საფრანგეთში, მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, საფეხბურთო კლუბმა „ლიონმა“ და თანაბარი თამაშის ასოციაციამ საქველმოქმედო პროექტი ჩაატარეს. ეროვნების, ასაკის, სქესისა და აღმსარებლობის განურჩევლად 807 მონაწილე ერთმანეთს 68 საათის განმავლობაში ეჯიბრებოდა. მათ მსოფლიო ფეხბურთს ორი რეკორდის დამყარებაშიც შეიტანეს წვლილი. ისტორიაში ეს მატჩი როგორც ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე მეტი ფეხბურთელის მონაწილეობით შევა.
გარდა უშუალოდ საფეხბურთო დაპირისპირებისა, მოედანზე მოეწყო სამუშაო შეხვედრები, საჯარო ლექციები და დისკუსიები ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციის შესახებ.
ყველაფრის თავი და თავი კი ევროპის საუკეთესო ქალთა კლუბი – „ლიონი“ გახლდათ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ (ბოლო ოთხი გათამაშება) მოუგია და ორი ფინალიც დაუთმია.