ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაცხა. რამდენიმე ისეთი გაცვლა მოხდა, კარდინალურად რომ შეცვლის ძალთა ბალანსს.

კევინ დიურანტი „ნეთსში“ გადაბარგდა, კავაი ლეონარდი – „კლიპერსში“, დემარკუს კაზინსი და დევისი „ლეიკერსში“. ეგ იყო და ეგ.

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ეპოქა დასრულდა.

საბუკმეიკერო კანტორებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს ცვლილებებზე და მომავალი სეზონის ფავორიტთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. ლოს-ანჯელეს კლიპერსი
  2. ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
  3. მილუოკი
  4. ფილადელფია
  5. ჰიუსტონი
  6. გოლდენ სტეიტი