შესალოა, ეს წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენაა. არა სპორტული, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით მაინც.
41 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ისევ „იუვენტუსის“ წევრია. განშორება სულ ერთწლიანი იყო და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ პსჟ-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ჯიჯის აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მომავალ სეზონში ჯიჯი პოლინელი ვოიცეხ შჩესნის შემცვლელი იქნება.
ბუფონს მაისური N1 აღარ ეკუთვნის. ამიერიდან 77 იქნება…