ლეონარდო ჟარდიმს ლეონარდო ჟარდიმი ყველას რომ ერჩივნოს, ამაში გასაკვირი არაფერია. ჰოდა, ამიტომაც უნდა ამ ზაფხულს მისი შეძენა.
განმარტება: „მონაკოს” მწვრთნელს პორტუგალიური „რიუ ავეს” ბრაზილიელი მეკარის ყიდვა სურს. ლეონარდო ჟარდიმი-მეკარე ან თუ გნებავთ, უბრალოდ ლეო, 24 წლის არის. ის „გრემიოს” ეკუთვნოდა, „რიუ ავეში” კი იჯარით თამაშობდა. 1 ივლისს პორტუგალიურმა კლუბმა აქამდე გადახდილ იჯარის თანხას 1 მილიონი ევროც დაამატა და გოლკიპერი გამოისყიდა.
„გრემიოს” სახელით ჟარდემი 2016 წელს ბრაზილიის თასის, 2017 წელს კი „კოპა ლიბერტადორესის” გამარჯვებული გახდა.
„რიუ ავეს” პრეზიდენტი ანტონიუ სილვა კამპუში ამბობს: „ჩვენგან მისი ყიდვის სურვილი დიდ კლუბებს აქვთ. ახლა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მალე ყველაფერი გადაწყდება. ვინ არის ყველაზე აქტიური, „მონაკო” თუ სხვა, ამას ჯერ ვერ გაგიმხელთ. ფაქტი ერთია, ჩვენ, ჩვენი კლუბის ინტერესებიდან გამოვალთ. ლეო ძლიერი ფეხბურთელია, რომელმაც ჩინებული სეზონი ჩაატარა და მას იაფად არავის დავუთმობთ”.
სხვათა შორის, „რიუ ავე” მეკარეებისთვის დიდ ასპარეზზე გზის დალოცვაში გამოცდილი კლუბია. ამის დასადასტურებლად იან ობლაკისა („ატლეტიკო”) და ედერსონის („მანჩესტერ სიტი”) ჩამოთვლაც საკმარისია.
ხოლო, „მონაკოს” პრობლემა ასეთია: გასულ სეზონში გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-იდან გავარდნას ძლივს გადაურჩა. მის კარს იცავდნენ დანიელ სუბაშიჩი და დიეგო ბენალიო. სეზონის დასაწყისში სუბაშიჩი დაშავებული იყო და მეტწილად ბენალიო თამაშობდა. გაზაფხულისკენ, კარში ძირითადად ხორვატი იდგა.