შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკულ MLS–ში თითქმის პირადად მოიგო მატჩი. „ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ ტორონტოს 2:0 სძლია, იბრამ კი დუბლი შეასრულა.

ისე, ერთი უცნაური შემთხვევაც. 38 წლის ვარსკვლავს მაისურზე გვარი არასწორად ეწერა. IRBAHIMOVIC.კლუბის Twitter–ში ერთმა პიროვნებამ ხუმრობით დაწერა: „ვიღაც შვედმა ახალწვეულმა დუბლი შეასრულა“.

კიდევ იყო ასეთი: „შეიძლება, იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერში“ წავიყვანოთ? თქვენ კი გყავდეთ ირბაჰიმოვიჩი“.

 

წილი
წინა სტატიადინამო თავშია
შემდეგი სტატია77 -ე ბუფონი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ