იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო დღემდე „ოქროს ბურთი“ მფლობელი ერთადერთი მცველია გერმანელ ფრანც ბეკენბაუერთან ერთად. 2006 – ში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ,  კანავაროს ეს საპატიო ჯილდო დამსახურებულად გადაეცა, ცხადია, როგორც კაიზერ ფრანცს 1972 და 1976 წლებში.

წლეულს კი შესაძლოა ისე მოხდეს, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელთა ნუსხაში მხოლოდ კანავარო და ბეკენბაუერი იმ ამპლუის ფეხბურთელთაგან, რომელთა კოლექციაშიც  ეს პრიზი ინახება, აღარ იყვნენ.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ  2019 წლის კოპა ამერიკას არგენტინის ნაკრები ვეღარ მოიგებს, ლიონელ მესის შანსები საგრძნობლად შემცირდა და ბუქმეიქერთა ფავორიტი ვირჯილ ვან დეიკი გახდა. მსოფლიოს ერთერთ წამყვან საბუქმეიქერო კანტორაში, Sky bet-ში, „ლივერპულის“ და ჰოლანდიის ნაკრების მცველის კოეფიციენტი 4.6 შეადგენს. ვან დეიკს კვალში მესი უდგას (6.5), შემდეგ მოდიან კრიშტიანუ რონალდუ (12.1), მოჰამედ სალაჰი (18.1) და ედენ აზარი (25.1).

ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ვან დეიკმა ლივერპულთან ერთად  წლეულს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა ლიგა მოიგო.