10 ივლისს, რესტორან „ბეარ თაიმში“ საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოცხადდება.
„სარბიელმა“ სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული, მე-18 გამოკითხვის შედეგები უკვე დათვალა და შეაჯამა.
წლეულს გამიკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 79 ჟურნალისტმა მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი ძველებურად მარტივი გახლდათ (იხ. შარშანდელი შედეგები). რიგითობით დასახელებული სამი ფეხბურთელიდან პირველს სამი, მეორედ დასახელებულს ორი და მესამეადგილოსანს შესაბამისად ერთი ქულა ერიცხებოდა.
სულ, კოლეგებმა დაასახელეს 24 ფეხბურთელი, მათგან 6 საქართველოს ჩემპიონტის მონაწილე. საგულისხმო ფაქტია, რომ თბილისის „დინამოდან“, ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდიდან, ჩამონათვალში სულ ერთი ფეხბურთელია. აქვე გაგიმხელთ, რომ სპორტული ჟურნალისტების რჩეული ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი პირველად გახდა.
ჩვენი გამოკითხვის სრული შედეგები ჩვენსავე გვერდზე 10 ივლისს დაიდება… გამარჯვებულს მოქანდაკე თემურ ლომიძის დამზადებული გამარჯვების ქალღმერთის ფიგურა გადაეცემა, რომელიც ბრინჯაოში გახლავთ ჩამოსხმული და მარმარილოს სადგამზეა მოთავსებული. ქალღმერთს ხელს ბროლის ბურთი უპყრია.
წლეულს, ისევე როგორც შარშან, ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში…