ფლორიდაში მიმდინარე ბავშვთა მძლეოსნურ ტურნირზე ფენომენალური შედეგი დაფიქსირდა. 7 წლის რუდოლფ ინგრემმა 100-მეტრიანი დისტანცია 13,48 წამში დაფარა.
მის ასაკობრივ კატეგორიაში ეს იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უსაინ ბოლტის მსოფლიო რეკორდი.
მძლეოსნობაში რუდოლფი 4 წლიდან ვარჯიშობს. ამას გარდა, ფეხბურთზეც დადის და მეტოქეებს საკუთარი სისწრაფის გამო უშანსოდ ჩაგრავს.
მხოლოდ სპორტი არაო — მშობლები აღიარებენ, რომ ბიჭუნა პარალელურად კარგად სწავლასაც ასწრებს. ამერიკა ახალი სუპერვარსკვლავის მოლოდინშია.
უსაინ, მგონი მალე დაგივიწყებენ!