ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს” დაცვის მთავარმა ფიგურამ ახალი კონტრაქტის დეტალები მილანის „ინტერთან” შეათანხმა.
დიეგო გოდინმა მადრიდიდან წასვლის გადაწყვეტილება მაისში გააცხადა, უამრავ მსურველ კლუბს შორის კი საუკეთესო შეთავაზება „ინტერნაციონალესი” იყო.
პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია. გოდინი მილანში 2022 წლის ივნისამდე იბურთავებს.