გაჭრა კრიშტიანუ რონალდუს მიპატიჟებამ. ამსტერდამის „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანი და დაცვის ბურჯი მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსში“ გადადის. არადა, რიგში „მანჩესტერი“, „ბარსელონა“ და პსჟ იდგნენ.

არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ამსტერდამელები 67 მილიონ ევროს მიიღებენ. კიდევ 13 მილიონი კონტრაქტში ბონუსის სახით არის გაწერილი. თავად ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს და წლიურად გარანტირებულ 8 მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, თუ მატჩების ორ მესამედს ითამაშებს, ყოველ სეზონში ბონუსად 4 მილიონს აიღებს.

ტრანსფერზე მუშაობა ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაზე იყო, როცა ყველაზე საინტერესო კომენტარი ფაბიო კაპელომ გააკეთა: „იუვე“ თუ დე ლიხტს დაიმატებს დაცვის ცენტრში, საჩემპიონო ინტრიგას კიდევ ბევრი წლით მოკლავს“.