„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს კვლავ ჩემს ხელებში რომ ვხედავ“ – ეს სიტყვები კაროლინა პლიშკოვას ეკუთვნის, რომელიც  ისტბურნში საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

გასპარიანი, მერტენსი, ალექსანდროვა და ბერტენსი. ასეთი იყო ჩეხი ჩოგბურთელის  გზა ფინალამდე. ტურნირის გადამწყვეტ  დაპირისპირებაში  კი უიმბლდონის  შარშანდელ გამარჯვებულს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს ადინა ბდღვირი – 6:1, 6:4.

ზემოთ პლიშკოვას სიტყვები ვახსენეთ, სადაც ის აღნიშნული თასის ხელმეორედ ხელში ჭერაზე ამახვილებდა ყურადღებას. 2017 წელს ჩეხმა მეჩოგნემ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანია, ისტბურნში პირველად იჩემპიონა. მაშინ მან ფინალში კაროლინ ვოზნიაცკის აჯობა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დანიელი ლამაზმანი ისტბურნის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ და მისი სადედოფლო გვირგვინი წელს თავზე პლიშკოვამ დაიდგა.

ასეა თუ ისე, 27 წლის კაროლინა პლიშკოვამ კარიერაში მე-14 ტიტული მოიგო და  უიმბლდონს დიდებულ განწყობაზე ხვდება.

წილი
წინა სტატიაიმღერა!
შემდეგი სტატიახელოვნური სუნთქვა და წურბელები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...