ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გვერდი ვერც ფეხბურთმა აუარა. ელიგის ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელებმა რუსეთის ოკუპაცია სხვადსხვა ფორმით გააპროტესტეს.
ცხადია, ამ ამბავს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
რუსმა პოლიტიკოსებმა და საფეხბურთო ფუნქციონერებმა უეფასგან ქართული კლუბების დასჯა და ევროტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ისიც კი თქვა, ეს ფეხბურთელები ჩვენს ლიგაში ვეღარ ითამაშებენო.
რუსების განცხადებებს უეფა გამოეხმაურა, ევროპული ფეხბურთის მთავარ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშინაო საქმეა.
„ვინაიდან ეს ფაქტი საქართველოში დაფიქსირდა და არა საერთაშორისო სარბიელზე, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს. უეფას მხოლოდ ინციდენტების განხილვა ევალება,“- ნათქვამია უეფას განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის გუნდებიმა რუსული ოკუპაცია სათამაშო მაისურებზე (და არა მხოლოდ) სათანადო წარწერებით გააპროტესტეს.
ამასობაში კი სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ: „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, სოლიდარობის აქცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართული კლუბების მიერ იყო წარმოებული, ჩვენი მხრიდან სრულად იყო მხარდაჭერილი.”