ვლადიმერ სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და ახლა უკვე გოგა ბითაძე. მეექვსე ქართველი, რომელიც NBA-ში ითამაშებს.

ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი წლევანდელი დრაფტის პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია.

19 წლის ცენტრს პირველ წრეში არჩევის გამო 2-წლიანი გარანტირებული კონტრაქტი ეკუთვნის.

არჩევის შემდეგ, გოგამ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა, „ინდიანას“ თამაშით კი მოხიბლულია.

„პეისერსი“ წინა სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე გავიდა, ფლეი ოფში კი ბოსტონთან უშანსოდ – 0:4 წააგო.