ბრაზილიურმა სასამართლომ ყადაღა დაადო უძრავი ქონების 36 ობიექტს, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის.
ფეხბურთელს ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება და სასამართლო მას 15,6 მილიონ ევროს ედავება.
პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ადვოკატები ჯარიმის 2,6 მილიონ ევრომდე დაყვანას ითხოვენ, თუმცა სავარაუდოდ, არაფერი გამოუვათ.
საქმე იმაშია, რომ ნეიმარი, ფაქტობრივად, რეციდივისტია: 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლისას მან ასევე დამალა შემოსავალი და მაშინ ჯარიმად 42.5 მილიონი დააკისრეს.