უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ხახოლებმა სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს. ფაქტი თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს წერტილი ქართველმა დაუსვა.

18 წლის გიორგი წიტაიშვილმა მესამე გოლი კორეელთა კარში 89-ე წუთზე გაიტანა და ინტრიგაც მოკლა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც ის დაასახელეს.

წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მაგრამ მისი გადაბირება „შახტარს“ და „ზენიტს“ სურთ.

ეს სულაც არაა გიორგის პირველი გაბრწყინება. შარშან იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებს ულამაზესი გოლი გაუტანა.

გიორგი, ზუდგიდის „ოდიშისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხმარდი ფორვარდის კობა წიტაიშვილის ვაჟია. კობამ კარიერა კვიპროსზე დაასრულა, კარგა ხანი კი უკრაინაში თამაშობდა.

წილი
წინა სტატიაძმა ძმაზე ნაკლებიო…
შემდეგი სტატიაჭაბუკები შტატებში
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.