სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა.

ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს ვერაფერი მოუხერხა და ძმაკაცებს ლაზარეთში კიდევ ერთი საჩემპიონო ბეჭედი ვეღარ გაუგზავნა…

„მეომრებს“ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ, თუმცა ყველაზე მეტად გუნდის ფინალური მარცხი, ალბათ, სწორედ სტეფმა განიცადა. ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა „ორაკლ არენას“ პარკეტი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში დატოვა და ბრაზი არც გასასვლელში განელებია…

მრავლისმნახველი ამერიკელი ჟურნალისტი მარკ სპირსი გვამცნობს, რომ კარი საშხაპისკენ მიმავალ გზაზე იმდენად გაღიზიანებული იყო, კედლებს სულ ბრახა-ბრუხის გაჰქონდაო. კალიფორნიელთა გამათამაშებელმა მთელი მონაკვეთი ისე განვლო, კედელს მუშტს ურტყამდა და როგორც ჩვენი კოლეგა წერს, შესაძლოა ხელი სერილზულადაც კი დაიზიანა.

ფინალური სერია კი უკვე წარსულია. ვიდრე სტეფს და ნახევარ კალიფორნიას ბრაზი ახრჩობს და დურანტი გაწყვეტილი აქილევსის მყესის მოშუშებას ლამობს, კანადაში ისტორიულ ტიტულს დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ.

დურანტი როგორც მინიმუმ 10 თვე ვერ დაბრუნდება, გუნდის გასაძლიერებლად კი თქვეს,  „გოლდენმა“ თვალი ირვინგსა და ენტონი დევისს დაადგაო… ვითომ, ესენი შეცვლიან მრისხანე დურანტულას?!