ამერიკის ჰოკეის ნაციონალური ლიგის ფინალში „სენტ ლუის ბლუზმა“ მეშვიდე მატჩი 4:1 მოუგო „ბოსტონ ბრუინზს“ და პირველად დაეუფლა სტენლის თასს.
აღმოჩნდა, რომ ამ მოგებამ კლუბის ერთგულ ქომაგს 100 ათასი დოლარი მოუტანა. სკოტ ბერი იანვარში ლას-ვეგასში ირთობდა თავს და იფიქრა, აქ წაგებას, სჯობს საყვარელ გუნდზე დავდო ფსონიო.
იმ მომენტში „სენტ ლუისი“ დივიზიონში ბოლო ადგილზე იყო და მის მოგებაზე კოეფიციენტი 250 გახლდათ. სკოტმა 400 დოლარი დადო, ახლობლების დაცინვებს გაუძლო და ახლა თავად არის სიცილის განწყობაზე.