დეტალები ბევრ დროს წაიღებს და მოკლედ ვთქვათ: „ფერარის“ საჯინიბოს ლიდერი სებასტიან ფეტელი კანადის გრან-პრის ფინიშზე პირველი მივიდა, მაგრამ გამარჯვებულად მაინც მერსედესელი ლუის ჰემილტონი გამოაცხადეს.
საქმე ისაა, რომ ფეტელს 5-წამიანი ჯარიმა გამოუცხადეს – ტრასიდან გადასვლის შემდეგ დაბრუნებისას სახიფათო მანევრი გააკეთეო.
ჯარიმა მაშინვე ცხადდება. ასე რომ, ჰემილტონს ისღა დარჩენოდა, ფეტელს „კუდზე დაჰკიდებოდა“ და 5 წამზე მეტით არ ჩამორჩენოდა. ასეც მოიქცა და პოდიუმზე ასულმა ათასობით ქომაგისგან ოვაციის ნაცვლად სტვენა მიიღო.