მთავარი თემა “როლან გაროსზე”: სერენა უილიამსმა ლამის ისტერიკა მოაწყო. სოფია კენინთან მარცხის შემდეგ სერენამ ჟურნალისტებისგან სასწრაფოდ თავის დაღწევა მოინდომა. არადა, პრეს-რუმები თავისუფალი არ აღმოჩნდა და მისი ისტერიკის გამო დომინიკ ტიმს პრესკონფერენციის სასწრაფოდ დასრულება მოსთხოვეს. დაასრულა კია, მაგრამ თქვენ მე ვიღაც თინეიჯერში ხომ არ გეშლებითო, მიაძახა ორგანიზატორებს. დომინიკ ტიმს რომ გამოაგდებ პრეს-რუმიდან, კაი დიდი უკანალი უნდა გქონდეს, რასაც სერენას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ. ეგ კი არა, აგერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით იმ ყველაზე მდიდარი ქალების ათეულში შევიდა, ვინც “თავად შექმნეს საკუთარი თავი”. ამერიკელი ექსპირველი ჩოგნის ქონება 225 მილიონ დოლარად შეფასდა და აქედან უფრო დიდი წილი არასაჩოგბურთო შემოსავალია. “მე მინდა ვიყო ინფრასტრუქტურა, ვიყო ბრენდი და არა სარეკლამო სახე” – ამბობს სლემტიტულების 24-გზის მფლობელი, მაგრამ როლანგაროსული ისტერიკების ფონზე მისი ბიზნესამბიციებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.