გერმანული „ბილდი” იტყობინება, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი იურგენ ლიოვი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხვდა.

მიზეზი: სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ლიოვი 59 წლისაა. ჯანმრთელობის პრობლემა მას ერთი კვირის წინ, ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანების გამო შეექმნა.

ლიოვს მკერდში ჰანტელი მოხვდა, რასაც თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, ექიმს მიაკითხა.

კარგი ამბავი ის არის, რომ იოაჰიმ ლიოვს ოპერაცია არ დასჭირდება.

კვირას გერმანიის ნაკრები ჰოლანდიის ქალაქ ვენლოში შეკრებას იწყებს, რათა ბელარუსსა და ესტონეთთან ევრო 2020-ის შესარჩევი თამაშებისთვის მოემზადოს.