სამწლიანი შესვენების შემდეგ “ასტონ ვილა” პრემიერლიგას დაუბრუნდა. გადამწყვეტ მატჩში ბირმინგემელებმა “დერბის” 2-1 სძლიეს უემბლიზე. რაღა თქმა უნდა, “ასტონ ვილას” ზეობა დიდწილად სტაბილურად ჩატარებულმა სეზონმა განაპირობა, თუმც გუნდის მთავარვარსკვლავი, ჯეკ გრილიში თვლის, რომ წარმატების საიდუმლო მის ძველ ბუცებშია.
უკვე თითქმის ნაფლეთებად ქცეულ ბუცებს გრილიში მარტიდან მოყოლებული არ იცვლიდა, ერთგული ჯეკი მაშინ ტრავმამოშუშებული დაუბრუნდა გუნდს და და არა ერთ მატჩში პირადად განაპირობა სასურველი შედეგი…
ერთგულება ვახსენეთ და უთუოდ უნდა ვთქვათ, გრილიში ის ფეხბურთელია, ვინაც პრემიერლიგიდან გავარდნილ ასტონ ვილას ჩემპიონშიფშიც ჩაჰყვა და მიუხედავად არა ერთი შეთავაზებისა, გუნდს ბოლომდე უერთგულა – ჯადოსნური განცდაა, როცა შენი ბავშვობის და ცხოვრების გუნდს იქ აბრუნებ, სადაც მისი ადგილია, ამ ბუცებს კი თილისმასავით შევინახავო, თქვა ნამატჩევს ბედნიერმა გრილიშმა.