„სანი” წერს რომ მაიკ ეშლი „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვას დაყაბულდა. თანხაც ცნობილია — 350 მილიონი დოლარი. მყიდველი: „მანჩესტერ სიტის” არაბი მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილი, შეიხი ხალიდ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი, ცხადია თავადაც მილიარდერი.
მედიაგიგანტი წერს, რომ მისი ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და დასამტკიცებლად პრემიერლიგის ოფისშია გადაგზავნილი.
ზემოხსენებული შეიხი აბუ დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელია. მას შარშან „ლივერპულის” ყიდვა უნდოდა და როგორც ამბობენ, მზად იყო 2 მილიარდი გაეღო, მაგრამ გარიგება არ შედგა.
„ნიუკასლის” გასხვისებაზე კი დიდი ხანია ლაპარაკობენ. იყო მცდელობებიც. მაგალითად, ეშლის უნდოდა კლუბი ბრიტანელი ბიზნესვუმენისთვის ამანდა სტეივლისთვის ან „ჩელსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედში” აღმასრულებელი შეფის თანამდებობაზე მუშაობით ცნობილი პიტერ კინიონისთვის მიეყიდა.
ეშლი უკვე 12 წელიწადია, რაც „ნიუკასლ იუნაიტედს” ფლობს.
შემდეგ, „სანი” წერს, რომ შეიხის ერთ-ერთი პირველი ამოცანა რაფა ბენიტესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება. კიდევ, ის თურმე მზად არის გაზარდოს ფონდები, რაც ეშლის ხელში კლუბს ყოველთვის აკლდა. ეშლის ეპოქაში „ნიუკასლი” უკეთეს შემთხვევაში პრემიერლიგაში დარჩენილიყო, მეტ წარმატებას კი მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა უნდა.
რაც „ნიუკასლის” პატრონია, ეშლი სამჯერ ცდილობდა კლუბის გაყიდვას. პირველად ეს 2008 წელს მოხდა, როდესაც სატრანსფერო პოლიტიკის გამო კევინ კიგანს ეჩხუბა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გაექცა.