ტიტული დაბრუნებულია! ლევან გორგაძემ დათქმული 10 გამარჯვება მოიპოვა და ისევ ოძეკია, თუმცა რანგის ოფიციალურად გაფორმებამდე გარკვეული ფორმალობები დარჩა. მთავარი ისაა, რომ ქართველმა გოლიათმა ტიტული იოკოძუნა კაკურიუს დამარცხებით მოიპოვა – სტარტზე გავეშებულ მონღოლს გაეცალა და დავარდნაში “წაეხმარა”. ამ გამარჯვებით ლევანმა მერვე მაეგაშირა ასანოიამა გააჩემპიონა – მისი დაწევა მხოლოდ კაკურიუს შეეძლო. გუშინ ლევანისთვის ასანოიამასთან მოგება უსინდისოდ რომ არ ჩამოერთმიათ, ვნახავდით, ვინც იჩემპიონებდა, მაგრამ რაღა დროს. ლევანი სპეციალურ პრიზს მაინც მიიღებს – იოკოძუნას ძლევისთვის. ხვალ დაჯილდოებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება, რომელიც ამ დღებში ტოკიოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.