ხუთი წელი რომ გუნდს აშენებ, პატარა ბიჭებს დააფრთიანებ, გუნდს გრანდად აქცევ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვან, მერე წასვლა იქნება?

მაურიციო პოჩეტინო ტურინის „იუვენტუსში“ მიდისო. თურმე, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გასულ უქმეებზე ლონდონს ჩასულა და „ტოტენჰენმის“ მფლობელ დანიელ ლევისთან ხელი ხელზეც დაურტყამს.

პარალელურად, ტურინელთა შუამავლები პოჩეტინოს შეხვედრიან და მისგანაც თანხმობა მიუღიათ. 47 წლის არგენტინელს ერთადერთი პირობა დაუთქვამს – წლიური ჯამაგირი 20 მილიონი ევრო უნდა იყოსო.

შუამავლებმა პარატიჩის, იმან კიდევ ანდრეა ანიელის გადაურეკა და „იუვეს“ პატრონს უთქვამს, ისე გადავუხდი, გროშ-კაპიკს არ დავაკლებო. ისე, პოჩეტინოს კონტრაქტს ყავლი 25 მაისს გასდის და საინტერესოა, 1 ივნისს ლიგის მადრიდულ ფინალში რა სტატუსით დაეხმარება გუნდს.

 

წილი
წინა სტატიაპეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა
შემდეგი სტატიანიკა ნახევრად ფინალშია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".