არც არაფერი განსაკუთრებული: მესიმ „ეიბართან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, მან საკლუბო კარიერაში 686 მატჩში 602 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა იმითაა საინტერესო, რომ არგენტინელმა კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიტოვა უკან უმთავრესი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ.
თურმე, პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში სულ 804 მატჩი გაუმართავს და 601 გოლი გაუტანია, თუმცა არის სხვა მაჩვენებლები, რომელშიც ლეო კრიშტიანუს ვეღარასოდეს გაუტოლდება – რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, ვინაც სამ უძლიერეს ლიგაში – ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ქვეყნის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
იტალიური სერია A-ს საუკეთესოდ კი ის ორშაბათს დაასახელეს, რაც რონალდუს, ალბათ, ყველა წინა ტიტულზე მეტად გაუხარდა.