ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს.

ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება.

პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს. ბოლოს ისევ „ლიდსმა” გაიტანა.

გამარჯვების სიხარულით მეცხრე ცაზე აფრენილმა ფრენკ ლემპარდის გუნდმა შინამდე ვერ მოითმინა და იქვე, ლიდსის პაბში მოულხინა. სოციალურ მედიაში კი ქვითრის ფოტომ მოიპოვა ფრიადი პოპულარობა — ფინალში გასვლის ქეიფი „დერბის” 2800 გირვანქა დაუჯდა.

შეისვა: 209 პინტა (კათხა) ლუდი, 75 იაგერმაისტერი (35 პროცენტიანი გერმანული ალკოჰოლური სასმელია), 65 ჭიქა არაყი „გრეი გუსი”, 54 იტალიური ლიქიორი „სამბუკა”, 38 ტეკილა და ხუთი ბოთლი იტალიური თვინო „პროსეკო”.