„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა.

ტორპედოს ბედი და ბურთი უკუღმა დატრიალდა
დინამომ ბოლო ხუთი თამაშიდან მესამე წააგო

„პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა, კლუბი აგრძელებს ფუნქციონირებას და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ „ტორპედო“ ევროტურნირებზე გავიდეს და ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს. რაც შეეხება ძირითად გუნდს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქნები გულწრფელი და ალბათ ვერ ავიცილებთ იმ ფაქტს, რომ მოხდება გუნდის რეორგანიზაცია.
ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი მოსვლის შემდგომ, თითქმის სამი წელია, „ტორპედოს“ ძირითადი გუნდის სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალია საქართველოში და ჩვენი ფეხბურთელების ხელფასები თითქმის უთანაბრდება მათი უცხოელი კოლეგების შრომის ანაზღაურებებს. წელსაც ყველანაირად ვცდილობდი, გამეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი და ვარსკვლავური გუნდი შემენარჩუნებინა, მაგრამ უცხოური ინვესტიციის გარეშე, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს საკმაოდ ძნელია.
პირდაპირ ვიტყვი, იანვარში ამ გუნდის დაკომპლექტება და სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა მოხდა იმ პერსპექტიული შემოსავლის იმედად, რომლის მიღებასაც ვგეგმავდით უცხოელი ინვესტორის დაფინანსების ხარჯზე, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვეცადე და ახლაც ძალიან ვცდილობ შევინარჩუნო „ტორპედოს“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი, თუ ეს ვერ მოხერხდება, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ისევ მე დამწყდება გული, მაგრამ ერთხელ უკვე შევძელით და დამიჯერეთ, ისევ შევძლებთ გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი და გავახაროთ ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი.
„ტორპედო“ ნებისმიერი შემადგენლობით ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ჩვენ ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ.
და ბოლოს, რაც შეეხება პირადად ჩემს მიმართ არსებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას – ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეგვიძლია და ამით ძალიან ბევრს გავახარებთ,” – წერს ჩაჩავა.
ძალიან ცუდია, რომ ეროვნული ლიგა ასეთ თვითმყოფად და კარგ გუნდს კარგავს. ქართული რეალობისთვის კახა ჩხეტიანმა მართლაც ძალიან საინტერესო კრებული ჩამოაყალიბა. არადა, ევროთასებიც აღარაა შორს…
ვერ აქვს კარგად საქმე თბილისის „დინამოსაც.“ „ლოკომოტივთან“ საშინაო მარცხიც ამის დასტურია. „დინამომ“ უკვე მეხუთედ წააგო მიმდინარე სეზონში, რაც ასეთი გუნდისთვის ძალიან ბევრია.
„დინამოს“ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშებული „სიონი“ წამოეწია და გაუთანაბრდა. ქვემოქართლელებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინათ აუტსაიდერებში გარეულიყვნენ, ბოლო ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს. აი, „ვიტ ჯორჯიამ“ კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა.

ტორპედო 2:3 საბურთალო
0:1 ალთუნაშვილი (8), 1:1 ზივზივაძე (32), 1:2 შინდაგორიძე (37), 1:3 აზაცკი (56, საკ. კარში), 2:3 კაპანაძე (60)

ვიტ ჯორჯია 0:1 სიონი
0:1 კირკიტაძე (87)

ჩიხურა 0:0 რუსთავი

დილა 1:0 ბათუმი
1:0 კუგბენია (76)

დინამო 1:3 ლოკომოტივი
0:1 სმურკასოვი (24), 1:1 ნინუა (54), 1:2 ინჯგია (77), 1:3 სიხარულიძე (90)

სატურნირო მდგომარეობა
გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

19 მაისი: სიონი – ჩიხურა, ლოკომოტივი – დილა, ბათუმი – ვიტ ჯორჯია
20 მაისი: რუსთავი – ტორპედო, საბურთალო – დინამო

მეგოლეები: ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 7