მაისის ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ლამის გუშინდელის ტყუპისცალი: დაიეისიოსთან ქართველმა მესთვის მარცხენა ჩავლება გაახერხა და მეტოქე წრის გარეთ უპრობლემოდ გაიტანა.
ჯერჯერობით ძნელია შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ორ დღეში ზედმეტი წვალების გარეშე მოპოვებული ორი გამარჯვება იმის იმედს გვაძლევს, რომ რომ ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე არც ისე შორია.
ხვალ ლევანის მეტოქე ოკინოუმი იქნება, რომელიც მისთვის ნამდვილად არაა დაუძლეველი ბარიერი.
სამწუხაროდ, ძურიოს დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა გაგამარუმ ანუ თეიმურაზ ჯუღელმა.