რა უნდა ეთქვა აბა? ერთ სიტყვაში ჩაატია მატჩის მიმოხილვა:

ჩემს გუნდს ფქგ მენტალიტეტი აქვსო.

ვინ თქვა და იურგენ კლოპმა, ოღონდ არა შემოკლებით, სრულად თქვა და თან,  BT Sports -ის პირდაპირ ეთერში.

ინგლისელი არ ვარ და სხვა სიტყვებით ვერ გადმოვცემო. თუ გნებავთ დამაჯარიმეთო.

„კამპ ნოუდან“ წამოღებულ 3:0-ს რომ მიაოთხითნოლებ, ფქგს გარდა სხვა სიტყვა არც მოგივა მწვრთნელს თავში.

საათზეც კი დაიხედა, სანამ ფქგს იტყოდა, ბაშვებს ხომ სძინავთო. ალბათ „ბარსას“ წაგებით ნასიამოვნებ და დასაძინებლად წასულ მადრიდის „რეალის“ ფანებს გულისხმობდა.

BT Sports -ის სტუდიაში კი კომენტატორი გარი ლინეკერი იჯდა და კლოპის მაგივრად ბოდიშიც მას უნდა მოეხადა მაყურებლისთვის ფქგს გამო, მაგრამ ლინეკერმა თქვა:

„არ ვაპირებ მობოდიშებას, ასეთი მატჩის მერე ასე ლაპარაკის სრული უფლება აქვს, ყოჩაღ იურგენ!“

წილი
წინა სტატიაგმადლობთ ფეხბურთო!
შემდეგი სტატიამწვრთნელი, რომელიც ტირის
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.