ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშს…
„ახლა უკვე წარსულია, მაგრამ თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მესის ნაკრებში სათამაშოდ. ბევრჯერ იყო ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, თუმცა მცდელობადვე დარჩა. მესი უარზე იყო,“ – წერს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca.
მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წლის ზაფხულში ჰქონდა. 129 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი. არადა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ესპანეთის ნაკრები მესისთან ერთად…
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები ბევრად ძლიერი იქნებოდა. შეუჩერებელი. მესი მესია. ის ერთადერთია. არ ვიცი, უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდით თუ ვერა, მაგრამ უფრო მძლავრად რომ ვითამაშებდით, ამაში ეჭვი არ მეპარება“.
ისე, მეტი ტიტული რაღა? 2008, 2010, 2012 – ზედიზედ სამი დიდი ტიტული მოიგო „ფურია როხამ“.