პატარა კაცები იქცევიან ისე, როგორც ლუის სუარესი მოიქცა ბარსელონა-ლივერპულის მატჩისას…

ექსლივერპულელმა ბევრისთვის მოულოდნელად ხმაურიანად აღნიშნა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი.

სუარესის საქციელი მით უფრო გამაღიზიანებელი ჩანს იმ ფონზე, რომ ურუგვაელს ლივერპულში  დღემდე აღმერთებენ. ალბათ ბევრს ახსოვს, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა სუარესს ლივერპულში ევრასა და კიელინისთან დაკავშირებული სკანდალური ეპიზოდებისას. მაშინ ლამის მთელი დაფეხბურთო სამყარო განუდგა სუარესს, კლუბმა კი ბოლომდე მხარი დაუჭირა ორივე ეპიზოდში.

„მე მას ვაღმერთებდი, შევცდით როდესაც ლეგენდად შევრაცხეთ, მისგან ასეთი უპატივცემულობა „ბარსელონასთვისაც“ კი შეუფერებელია – თქვა ნამატჩევს ლივერპულელთა ნაღდმა ლეგენდა ჯონ ოლდრიჯმა.

აშკარად გაბრაზებული გახლდათ ჯეიმი კარაგერიც: „ის შესაფერის დახვედრას მიიღებს „ენფილდზე“, ამაში დარწმუნებული იყავით“.