აღდგომა უკვე გადავლილი იყო, მაგრამ ორშაბათს ბულგარეთის ჩემპიონატში არბიტრმა ივაილო სტოიანოვმა ფეხბურთელებს დღესასწაული ორიგინალურად მიულოცა.
შეხვედრის სტარტზე არბიტრს მონეტა არ აუგდია. ამის ნაცვლად კაპიტნებს სააღდგომო კვერცხები გადასცა: მასპინძელი პლოვდივის „ბოტევის“ კვერცხი საკლუბო ყვითელ ფერში იყო შეღებილი, სოფიის ცსკა-ს კი წითელში.
მეორე დარტყმით მეტოქის კვერცხი პლოვდიველთა კაპიტანმა გატეხა და შეხვედრაც მასპინძლებმა დაიწყეს. საფინალო ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იყო – 2:0.