საფეხბურთო კლუბი „აიაქსი“ 1900 წელს დაფუძნდა და მის პირველ ემბლემაზე ფეხბურთელი იყო გამოსახული. 1928 წელს ემბლემა შეიცვალა. მასზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი გამოსახულება გაჩნდა – ძველბერძნული მითოლოგიის გმირი აიაქსი, რომელიც ტროას ალყაში მონაწილეობდა.

ახლა კი პატარა საკლუბო საიდუმლოზეც ვთქვათ: „აიაქსის“ საკლუბო ემბლემაზე არ არსებობს არანაირი მინიშნება სპორტთან კავშირზე არც წარწერის და არც ბურთის გამოსახულების სახით. ასეთივე წარმატებით ამ ემბლემას ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ფირმა გამოიყენება.

და მაინც, მინიშნება არსებობს: ემბლემაზე „აიაქსის“ გამოსახულება ზუსტად 11 შტრიხისგან შედგება გუნდში ფეხბურთელთა ოდენობის მიხედვით.

 

წილი
წინა სტატიაკარლსენმა წაგება დაივიწყა
შემდეგი სტატიაკრისტიან ერიკსენის სიტყვა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".