აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის ბაშოზე დასწრების სურვილი გამოთქვა. მისი ვიზიტი იაპონიაში 26-28 მაისს არის დაგეგმილი და თუ არაფერი შეიცვალა, სუმოს სასახლე „კოკუტიკანეს“ მაისის ბაშოს ბოლო დღეს ესტუმრება.
ბუნებრივია, ამერიკის პრეზიდენტის ამალა და დაცვა უზარმაზარია. ამის გათვალისწინებით, ამერიკელებმა სუმოს სასახლეში პირველი სამი რიგი სრულად დაჯავშნეს.
ლევან გორგაძეს კონკრეტული საფიქრალი აქვს: მაისში 10 გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რომ ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ჯერჯერობით კი მოსამზადებელი პროცესი და საკონტროლო შეხვედრები მიდის.
ორი დღის წინ ტოჩინოშინმა 6-6 შერკინება გამართა ტაკაიასუსთან და ტაკაკეისიოსთან. ლევანმა 7 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ დამარცხდა.