„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან.
ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ.
ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ ამ ზაფხულში მის ყიდვაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს. არის კიდევ ერთი პრობლემა, ბრიტანეთი უცხოელებს მათ ქვეყანაში მუშაობის უფლებას იოლად არ აძლევს (ამისთვის მთელი რიგი პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო) და, როგორც ჩანს, არგენტინელი ჭაბუკის სატრანსფერო ფასს ესეც ზრდის.